უცხოეთი
ნატო მხარს უჭერს კიევს

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის მხარემ ნატო–რუსეთის საბჭოს სხდომაზე ალიანსს მიუთითა, რომ, კიევისთვის პოლიტიკური და სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენით, ალიანსი „ომის პარტიას“ გაათამაშებს და მოუწოდა ნატო–რუსეთის საბჭოს ყველა წევრს, გამოიყენონ თავისი გავლენა კიევზე, რათა აიძულონ იგი, უარი განაცხადოს დონბასის კრიზისის ძალისმიერ გადაჭრაზე, – განაცხადა ოთხშაბათს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში რფ–ის მუდმივმა წარმომადგენელმა ალექსანდრე გრუშკომ.

 „განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის, რომ აშშ–ის, კანადისა და ნატოს სხვა ქვეყნების ინსტრუქტორების მიერ მომზადებული უკრაინელი ძალოვნების გადასროლა ხდება შეხების ხაზთან. ჩვენ ასევე დავაფიქსირეთ ადამიანთა უფლებების უხეშად დარღვევისა და დანაშაულის ფაქტები უკრაინის შეიარაღებული ძალების, სპეცსამსახურებისა და რადიკალური ელემენტების მხრიდან. აბსოლუტურად მიუღებელია დონბასის სოციალ–ეკონომიკური ბლოკადა. ყუადღება გავამახვილეთ უკრაინაში რუსეთის დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე თავდასხმის ფაქტებზე“, – განაცხადა გრუშკომ.