საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. „მის ყაზახეთი–2014“ რეგინა ვანდიშევა დაესწრო სილამაზის კონკურს „მის რუსეთი–2016“, რომელიც 17 აპრილს მოსკოვში გაიმართა.
თავისი გამოსვლისას რუსმა მომღერალმა ნიკოლაი ბასკოვმა გვერდი ვერ აუარა ყაზახეთის პირველ ლამაზმანს და საცეკვაოდ გაიწვია (ვიდეო იხ. აქ).
„რა გქვიათ? თქვენ „მის ყაზახეთი“ ხართ? მე ძალიან მიყვარს ყაზახეთი! თქვენ იმდენი მდიდარი ადამიანი გყავთ იქ. რას აკეთებთ მოსკოვში? ახლა ყველა ყაზახეთშია!“ – განაცხადა სცენიდან ბასკოვმა.
„ნიკოლაი ძალიან მხიარული და გულღია ადამიანია. კონსკურსის შემდეგ გამართულ დახურულ საღამოზე მან ბევრს აჩუქა ყვავილები, აავსო ქათინაურებით. ძალიან მოხარული ვარ, რომ „მის რუსეთზე“ დასწრება შევძელი. სოფია ნიკიტჩუკმა მიმიწვია, რომელთან ერთადაც ჩინეთში „მის მსოფლიოში“ ვმონაწილეობდი“, – განაცხადა ვანდიშევამ.