პოლიტიკა
„საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა ბოლო პერიოდში სულ უფრო უმჯობესდება” - იაგლანდი

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა სამოქმედო გეგმის მნიშვნელობასა და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ილაპარაკა.

 „ევროსაბჭოს სურს მხარდაჭერა, რათა მიიღოს წვდომა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე. ამ მხრივ ჩვენ გარკვეული ზომების განხორციელებას ვგეგმავთ, რაშიც საქართველოს მთავრობა გვეხმარება. ევროსაბჭომ უნდა შეძლოს ყველა ინსტრუმენტის გამოყენება ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების უფლებების დასაცავად“, - განაცხადა ტორბიორნ იაგლანდმა.