აქტუალური
შიმშილობის მე-10 დღე - სტუ-ს პროფესორების მოთხოვნას არასამთავრობო სექტორი სამართლიანს უწოდებს

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. უკვე მეცხრე დღეა, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები შიმშილობენ. მათ მოთხოვნას ლოგიკურსა და სამართლიანს უწოდებს სამოქალაქო სექტორი. ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო ამ თემაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რექტორის მესამე ვადით არჩევა უმაღლესი განათლების შესახებ კანონს არღვევს. ამის გამო არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს განათლების სამინისტროს, ჩაატაროს მოკვლევა, თუ რამდენად ლეგიტიმურია რექტორის პოსტზე არჩილ ფრანგიშვილის სამჯერ არჩევა.

მოშიმშილეები აკადემიური საბჭოს დაშლასა და კანცლერის გათავისუფლებასაც მოითხოვენ. მოთხოვნებს დაემატა, ასევე, რექტორის მომხრეთა რაოდენობის დასადგენად რეფერენდუმის გამართვა, ფინანსური სამსახურის მიერ სასწავლებელში ვითარების შესწავლა და განათლების სამინისტროს მიერ კომისიის შექმნა მოშიმშილეების კვალიფიციკაციის დასადგენად.