აქტუალური
„ოპოზიცია ამ არჩევნებში გაერთიანებული ძალებით წარდგება“ – ირმა ინაშვილი

 საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. შეხვედრას „პატრიოტთა ალიანსის“ ოფისში  არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და ინტერპარტიული ჯგუფის თითქმის მთელი შემადგენლობა დაესწრო. ირმა ინაშვილის განცხადებით, მათ გადაწყვიტეს, შექმნან საკოორდინაციო საბჭო. ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ არჩევნებზე ინტერპარტიული ჯგუფი და „პატრიოტთა ალიანსი“ კოალიციის სახით წარდგნენ. ჩამოვაყალიბეთ ოპოზიციურ პარტიათა საკოორდინაციო საბჭო, რომლის მთავარი მიზანია, გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, ვიმოქმედოთ ერთობლივად, როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე არჩევნების დღეს. ჩვენ ვიმოქმედებთ საპროტესტო აქციების დაგეგმვის და განხორციელების კუთხით, ჩვენ ვიმოქმედებთ წინასაარჩევნო პროცესზე მონიტორინგის კუთხით. რაც შეეხება ბლოკის ფორმირებას, საარჩევნო კოალიციების ფორმირებას, ჩვენ გვიწერია ამ დებულებაში, რომ ვიმუშავებთ ამ მიმართულებით. რა თქმა უნდა, არანაირად არ გამოვრიცხავთ იმას, რომ გაერთიანებული ძალებით წარდგეს ოპოზიცია ამ არჩევნებში“, - განაცხადა ინაშვილმა.