საზოგადოება
ზაზა გაბედავამ უპასუხა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს, რომელმაც პატრიარქი ილია მეორე და პრეზიდენტი პუტინი შეურაცხყო

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში პატრიარქის განცხადებას ეხმაურება:

 „გფარავდეთ ბრძენი პუტინის მადლი!

 რა საინტერესო სიმბიოზია – ტირანები და ქურუმები. ისინი ხომ განწირული არიან უერთმანეთოდ…

 განვითარებულ, მოაზროვნე საზოგადოებაში არც ზარების გადადნობისთვის დასჯილი ზოოპარკის სჯერათ და არც “მსოფლიო დონის პოლიტიკოსის, რომელიც აჭმევთ”, ან მფარველი მამამარჩენალის, არამედ – გონების, განათლების, საკუთარი ენერგიისა და პასუხისმგებლობის. განვითარებულ საზოგადოებაში ყვავ-ყორნების ადგილი არ არის!, – წერს გამსახურდია.

 ცოტნე გამსახურდიას ამ ჩანაწერს რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენელი ზაზა გაბედავა თავის Facebook-გვერდზე შემდეგნაირად აკომენტარებს:

 „კი მაგრამ არა გრცხვენიაა ცოტნე შე მართლა კრაკადილშიკების მონავ, დაგავიწყდა აქ მოსკოვში რომ ცხოვრობდი და ახალი წელი ძველი წელი ერთად ვხვდებოდით, აქ სწავლობდით შენ და გიორგი, ჩეჩნებთან პრობლემები რომ გქონდა ჩემთან გამორბოდი. მერე რომ ჩამოდიოდი მოსკოვში დათარეშობდი აქ მთავრობის მანქანებით? რაც არ უნდა ილაპარაკო იბლატავო მამაშენს მაინც ვერ შეედრები ცარიელი ადგილი ხარ... დანარჩენი მერე ვილაპარაკოთ შენი "ვაჟკაცური საქმენი საგმირონი".