სამართალი
გიორგი მღებრიშვილმა კონფლიქტურ რეგიონთან მდებარე საგუშაგო მოინახულა

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. შს მინისტრმა ზუგდიდის რაიონში, კონფლიქტურ რეგიონთან არსებული რუხის საგუშაგო მოინახულა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცებს შეხვდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რუხის საგუშაგოზე უსაფრთხოებასა და დანაშაულის პრევენციას უზრუნველყოფენ. გიორგი მღებრიშვილმა ჯარისკაცებთან ერთი დღე გაატარა და თანამშრომლების მუშაობის პროცესსა და ყოველდღიური ცხოვრების დეტალებს გაეცნო.
მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ხაზის მიმდებარე საგუშაგოებზე სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.