პოლიტიკა
ხელისუფლება მზადაა, არჩევნებში ბარიერი 5–დან 2 პროცენტამდე დასწიოს – ოპოზიციის ოთხი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია!

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. ვიცე-პრემიერი კახკალაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არასაპარლამენტო ოპოზიციასთან მნიშვნელოვან კომპრომისებზე წავიდა.

 „დაახლოებით ხუთპუნქტიანი მოთხოვნა იყო ამ პარტიების მხრიდან და მათ მიერ წარმოდგენილი ოთხი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას, დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რასაც ეს ხელისუფლება უკვე ძალიან წარმატებით ახორციელებს“, - განაცხადა, კერძოდ, კახა კალაძემ.

 შეგახსენებთ, რომ ინტერპარტიულ ჯგუფსა და ხელისუფლებას შორის საარჩევნო სისტემის რეფორმირების საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. მთავარი საკითხი, რაზეც მხარეები ვერ თანხმდებიან, არჩევნების სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესია.

 მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპოზიციის ის წინადადებები გაითვალისწინა, რომლებიც სარეკლამო დროის თანაბარ განაწილებასა და საარჩევნო კომისიაში პარტიების წარმომადგენლებს შეეხება.

 ხელისუფლება ასევე მზადაა, კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტებისათვის არჩევნებში ბარიერი 5–დან 2 პროცენტამდე დასწიოს.