აქტუალური
ადეიშვილი უნგრეთში გაიქცა, ზღულაძე და დეკანოიძე კი თანამდებობებს ტოვებენ – სააკაშვილისთვის განკითხვის ჟამი ახლოვდება!

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძე თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა. ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. ინფორმაციის თანახმად, მას უკვე დაწერილი აქვს განცხადება, რომელიც ჯერ არ არის შეთანხმებული ამ უწყების მინისტრ არსენ ავაკოვთან. ზღულაძის წასვლის ერთ-ერთ ყველაზე რეალურ მიზეზად უკრაინაში შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმის კრახი სახელდება.

უკრაინული მედიის ცნობით, თანამდებობის დატოვება აქვს განზრახული ხატია დეკანოიძესაც, რომელიც უკრაინის ეროვნულ პოლიციას ხელმძღვანელობს.

უკრაინა დატოვა საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა და ბუდაპეშტში დაბრუნდა. “ნაციონალური მოძრაობის” კულუარებში ყვებიან, რომ ადეიშვილს უკრაინელ მაღალჩინოსნებთან ურთიერთობა დაეძაბა და მოსალოდნელ საფრთხეებს თავი აარიდა.

ამასთან, არსებული ინფორმაციით, ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის გუნდში განხეთქილებაა.