უცხოეთი
ნიუ იორკს უყვარს კლინტონი და ტრამპი

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი.  ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი იმარჯვებენ ნიუ იორკში ჩატარებულ პრაიმერში. წინასწარი მონაცემებით, ჰილარი კლინტონმა ნიუ იორკის შტატში ამომრჩევლის 61 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო იმ დროს, როდესაც მის მთავარ მოწინააღმდეგეს - ბერნი სანდერსს ხმა ამომრჩევლის 38-მა პროცენტმა მისცა.

რესპუბლიკელ კანდიდატებს შორის კი კვლავ დონალდ ტრამპი ლიდერობს. ტედ კრუზს ის 30 პროცენტიანი სხვაობით უსწრებს.

”როგორც ჩანს ჩემი მოწინააღმდეგე გამარჯვების ყველა შანსს კარგავს,”  - განაცხადა რესპუბლიკელმა კანდიდატმა წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ.