საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ მიმდინარე წლის მარტის თვეში ესპანეთში დაისვენა. "უკრაინსკაია პრავდას" მონაცემებით 8 მარტს, პეტრე პოროშენკო შეამჩნიეს რუსმა ტურისტებმა ესპანეთის ქალაქის აფთიაქში.
თვითმხილველთა თქმით, პრეზიდენტი აფთიაქში ვიტამინებსა და მედიკამენტებს ყიდულობდა, მაგრამ როგორც კი სიახლოვეს რუსული საუბარი გაიგონა, ავტომანქანაში ჩაჯდა და გაემგზავრა.
"უკრაინსკაია პრავდას" ინფორმაციით, პეტრე პოროშენკოს მფლობელობაშია ვილა ესპანეთის ქალაქ მარბელიაში, რომელიც მან პრეზიდენტის პოსტის დაკავებამდე შეიძინა.
პრეზიდენტის ვებგვერდზე ახალი ამბების განყოფილებაში და ასევე Facebook-ის გვერდზე არ არის არანაირი შეტყობინება 8 მარტის მოვლენებზე.
როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტის 2015 წლის დეკლარაციაში, არ არის მითითებული უცხოეთში არსებული უძრავი ქონება.