უცხოეთი
საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. „ლევადა- ცენტრის" მიერ მარტის ბოლოს რუსეთის 137 რეგიონში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, რუსეთის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი წუხს საბჭოთა კავშირის დანგრევის გამო და მისი 1922-1991 წლამდე არსებულ ფარგლებში აღდგენა სურს.
გამოკითხულთა 51 % თვლის რომ, საბჭოთა კავშირის დაშლის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, 56% წუხს მომხდარის გამო.
გამოკითხულთა 60%-ს კი, მისი აღდგენა კვლავ სურს. მსგავსი ტიპის გამოკითხვის მიხედვით, 2010 წლის შემდგომ ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია.