საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი და სირიაში არსებული მდგომარეობა იყო ბარაქ ობამასა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის მთავარი თემები.
განცხადება ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა გააკეთა. ჯოშ ერნსტის თქმით, სატელეფონო საუბრისას ბარაკ ობამამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.
"სატელეფონო საუბრისას დიდი დრო დაეთმო უკრაინაში არსებული მდგომარეობის განხილვას. ასევე იყო საკმაოდ ინტენსიური დისკუსია სირიის საკითხთან დაკავშირებით. შეერთებული შტატები პოზიცია უცვლელია. პრეზიდენტი ობამა აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და ამით შესაძლოა იმ იზოლაციისგან გათავისუფლდეს, რომელშიც ქვეყანა იმყოფება მეზობელი უკრაინის სუვერენულ უფლებებში ჩარევის შედეგად. ამასთან, სატელეფონო საუბარი იყო შესაძლებლობა მოვუწოდოთ პრეზიდენტ პუტინს კიდევ ერთხელ გამოიყენოს თავის ზეგავლენა ასადზე და აიძულოს ის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან დაკავშირებული ვალდებულებები შეასრულოს", - განაცხადა ჯოშ ერნსტმა.