პოლიტიკა
უილიამ ლაჰიუ: „სულ ისმის, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა, მთავარი კითხვა აქ არის, როდის?“

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოში ნატო-ს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ განაცხადა. "სულ ისმის, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა მთავარი კითხვა აქ არის, როდის? - ეს გახლავთ თემა პოლიტიკის და ტექნიკური საკითხების კომბინაციისა, რომელიც ნატო-ს მოკავშირეებს აწუხებთ. მოკავშირეები ყურადღებით ადევნებენ თვალყურს რეფორმების უწყვეტობას. მათ აინტერესებთ საქართველოს პოზიცია. ჩვენ ასევე ყველაზე მეტად ვაკვირდებით უსაფრთხოების პოზიციებს. რა თქმა უნდა, ნატო-ს წევრობა საბოლოოდ უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას მხოლოდ ერთი გზით - თავდასხმის შემთხვევაში ყველა სხვა წევრი მხარდასაჭერად უნდა გამოეშუროს", - აღნიშნა ლაჰიუმ.