პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Westwood International Advisors-ის წარმომადგენლებს შეხვდა

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. საუბარი შეეხო დადებით საინვესტიციო გარემოს, მთავრობის ოთხპუნქტიან რეფორმების გეგმას და მიმდინარე რეფორმებს. Westwood International Advisors-ის წარმომადგენლების მხრიდან ხაზი გაესვა პროგრესს, რასაც ქვეყანამ მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისების, ღია და გამჭვირვალე საინვესტიციო გარემოსა და დადებითი ბიზნესკლიმატის ჩამოყალიბების კუთხით მიაღწია.

 “ქართული გარემო არის ღირშესანიშნავი და მოვუწოდებთ ყველას, რომ ჩამოვიდნენ საქართველოში. იმედი მაქვს, ისევ ვეწვევით საქართველოს, რათა უკეთ გავეცნოთ იმ პროგრესს, რაც გაქვთ მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებისა და ღია ბაზრის კუთხით“, – აღნიშნა Westwood International Advisors-ის უფროსმა მენეჯერმა პატრიცია პერეზ-კოუტსმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.