აქტუალური
„МАР-ი არის წარსული საქართველოსთვის!“ - თინა ხიდაშელი ნატოს აკრიტიკებს და სააკაშვილის კვალზე წარსულში ინაცვლებს (საქინფორმი)

 საქართველო, 20 აპრილი, საქინფორმი. თინა ხიდაშელის განცხადებით, ვარშავის სამიტზე, რომელსაც ის მინისტრის რანგში დაესწრება, საქართველოს გაცილებით მეტი მოლოდინი აქვს.

 ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა, ხიდაშელის განცხადებით, ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრია, რომელიც რამდენიმე კვირაში ამოქმედდება.

 “მაპ-ი არის ერთგვარი წარსული საქართველოსთვის. 2015 წლის დეკემბრის მინისტერიალზე ეს ასეც ითქვა, რომ მაპ-გახდა პოლიტიკური პროცესის ნაწილი და მას არაფერი საერთო აღარ აქვს პრაქტიკულ ინსტრუმენტებთან, რადგან, შეგახსენებთ, დოკუმენტში ცალსახად ჩაიწერა, რომ საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი გაწევრიანების გზაზე. ამიტომ ჩვენთვის მაპ-არ არის ამოცანა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 საქინფორმი მკითხველს შეახსენებს, რომ ყოველ ჯერზე, როცა საქართველოს უარს ეუბნებოდნენ არა მარტო  ნატოს წევრობაზე უახლოეს მომავალში, არამედ МАР–ზეც (გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე), საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, აფერისტი სააკაშვილი ატყუებდა მიამიტ ემოციურ ქართველებს, რომ საქართველოს მისცეს „ოქროს ბარათი“, ანდა მისცეს „უფრო მეტი ვიდრე MAP“–ია. დღეს ეს გაიმეორა მისმა უნიჭო მოსწავლე თინა ხიდაშელმა, რომელსაც, სააკაშვილისგან განსხვავებით, ფანტაზიებთან პრობლემები აქვს.

 ყველა საკითხში დისკრედიტირებულ (სამსახურებრივ და პირად სფეროში, არჩევნების გაყალბებაში, რუსეთის პროვოცირებაში, ჟურნალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეურაცხყოფაში) ხიდაშელს თანამდებობიდან გაათავისუფლებენ ნატოს ვარშავის სამიტის მეორე დღესვე (როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერს, რომელმაც მმართველ კოალიციასა და ხელისუფლების სათავეში რესპუბლიკელების მომყვან ბიძინა ივანიშვილს უღალატა და საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კონკურენტად აპირებს მონაწილეობას), რაც ხელს არ უშლის წარსულში გადანაცვლებულ თავდაცვის მინისტრს, განაცხადოს, რომ MAP-ი წარსულია საქართველოსთვის და დიდი ხანია „პოლიტიკურ ინსტრუმენტად“ იქცა.

 ამით ხიდაშელი არა მარტო ატყუებს მიამიტ და ემოციურ ქართველებს (ნატოს ისტორიაში არ ყოფილა პრეცედენტი, ალიანსში ქვეყანა მიეღოთ მისთვის MAP–ის მინიჭების გარეშე!), არამედ მკაცრად აკრიტიკებს ნატოს ხელმძღვანელობას, რომელიც, თურმე MAP-ის მინიჭების საკითხს კანდიდატ–ქვეყნებზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს!

 ამით თინა ინაცვლებს წარსულში, საქართველოს ისტორიის სანაგვეზე, პანიკოვსკი–სააკაშვილის კვალდაკვალ, რომელიც საქართველოდან გაქცევის წინ ასევე გამუდმებით კრიტიკით თავს ესხმოდა ნატოს ხელმძღვანელობას  გაუბედაობისთვის და აშანტაჟებდა, რომ თურმე ალიანში საქართველოს მიუღებლობით, რუსეთისგან მისი დაუცველობით, ნატომ უკრაინაში რუსეთის აგრესია მიიღო!