აქტუალური
„პრორუსული პროპაგანდა გაძლიერდა, ამიტომ ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს საქართველოს მიმართ მხარდაჭერა!” - ქრისტიან დანიელსონი

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. ევროპის სამეზობლო პოლიტიკა, ასოცირების შეთანხმების განხორციელება, საქართველოში არსებული უსაფრთხოების გარემო და საქართველოს მონაწილეობა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში - ის მთავარი თემები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და ევროკომისიის გაფართოების დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა ქრისტიან დანიელსონმა ორმხრივ შეხვედრაზე ისაუბრეს.

 „მინისტრ ხიდაშელთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები. შესანიშნავია, რომ ყველა წინ მივიწევთ როგორც ასოცირების ხელშეკრულების, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების მიმართულებით. კომისია ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ დაეხმაროს საქართველოს გამოწვევების გადალახვაში. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ეს ქართველ ხალხს კეთილდღეობას მოუტანს“, - აღნიშნა ქრისტიან დანიელსონმა.