აქტუალური
„მოკავშირეები მზად არიან, საქართველოს ყველანაირად დაეხმარონ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაში!“ - ალექსანდერ ვერშბოუ

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. სლოვაკეთის დედაქალაქში მიმდინარე გლობალური უსაფრთხოების ფორუმის პირველი დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილესთან ალექსანდერ ვერშბოუსთან შეხვედრით დაასრულა.

 „ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა მინისტრ ხიდაშელთან. ჩვენ კარგი მეგობრები და კოლეგები გავხდით. ვისაუბრეთ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაზე და იმ გზებზე, თუ როგორ უნდა გაძლიერდეს ნატო-საქართველოს ურთიერთობა. განვიხილეთ თებერვალში გამართულ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე მინისტრის მიერ შემოთავაზებული ასპექტები. ვისაუბრეთ ალიანსის მხრიდან საქართველოს პოლიტიკური მხარდაჭერის გაგრძელებაზე. იმ დროს, როდესაც მსგავს სიტუაციაში მყოფი სხვა ქვეყანა - უკრაინა - რუსეთიდან პირდაპირი საფრთხის წინაშე იმყოფება, მოკავშირეები მზად არიან, საქართველოს ყველანაირად დაეხმარონ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაში,“ - აღნიშნა ალექსანდერ ვერშბოუმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.