პოლიტიკა
სკანდალი: თურქეთის პრეზიდენტი საუდის არაბეთის მეფეს რუსული სამხედრო მარშით “სამშობლოს მონატრებით” დახვდა (ვიდეო)

 საქართველო, 19 აპრილი, საქინფორმი. თურქეთში საერთაშორისო სკანდალი მოხდა - თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი საუდის არაბეთის მეფეს სალმან იბნ აბდულ-აზიზ  ალ საუდს ძველებური რუსული სამხედრო მარშით “სამშობლოს მონატრებით” დახვდა (იხ. ვიდეო). ეს მარში 1906 წლიდან არის ცნობილი და ყველაზე ხშირად პირველი მსოფლიო ომის გმირების პატივსაცემად სრულდება. არადა, მაშინ თურქეთი ფრონტის მეორე, რუსეთისგან საპირისპირო მხარეს იყო და ჯერ კიდევ ოსმალეთის იმპერია ერქვა!

 თუმცა, თურქეთმა განაცხადა, რომ არავითარი რუსული მარში არ ყოფილა, “ცერემონიაზე კი შესრულდა მარშები “დუმლუპინარი” და “სალონიკი” და არა რუსული მარში”. მაგრამ მდიდარი და გავლენიანი სტუმრის ჩამოსვლა თურქეთის ყველა ცენტრალურმა ტელეარხმა აჩვენა და ყველგან ისმის, რომ ორკესტრი “სამშობლოს მონატრებას” უკრავს (მარში ორიგინალში მოისმინეთ აქ).