საზოგადოება
"თუ ვინმემ დახრჩობა გადაწყვიტა, მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელია!" - პუტინი

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. 14 აპრილს ტელეკომპანიების "პირველი", "როსია 1", "როსია 24", რადიოსადგურების "მაიაკი", "ვესტი FM" და "რადიო როსიი" ეთერებში გადაიცა საგანგებო პროგრამა "პირდაპირი ხაზი ვლადიმერ პუტინთან". ტელეეთერის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა პასუხი გასცა 80 შეკითხვას. პროგრამა 3 საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. პროგრამის ფარგლებში სამ მილიონზე მეტი კითხვა დაისვა.

 12 წლის ვარია კუზნეცოვას შეკითხვაზე - "შარშან თქვენ თქვით, რომ  დახრჩობას გადაარჩენდით ობამას. ახლა პოროშენკო და ერდოღანი რომ იხრჩობოდნენ, პირველს რომელს გადააჩენდით?" - პუტინმა უპასუხა:

 "ვარია, რთულ მდგომარეობაში მაყენებ... არც კი ვიცი, რა გითხრა... ალბათ, ასე: თუ ვინმემ დახრჩობა გადაწყვიტა, მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელია! მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ნებისმიერ პარტნიორს გავუწოდოთ დახმარებისა და მეგობრობის ხელი, თუკი ამას თვითონ მოისურვებს!".