სამართალი
„მემარცხენე ალიანსმა“ NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით ამერიკის საელჩოში საპროტესტო წერილი შეიტანა

 საქართველო, 18 აპრილი, საქინფორმი. „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანიამ და პარტიის სხვა ლიდერებმა NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით ამერიკის ელჩ იან კელის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელ ჯონ კერის, ასევე ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტის თავმჯდომარის დლენ ოლბრაიტის სახელზე საპროტესტო წერილი გადასცეს.

 „რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა ამერიკის ნაციონალურდემოკრატიული ინსტიტუტის სოციოლოგიური კვლევები, ამ კვლევებში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად შეფასდა პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების რეიტინგები.

 სამწუხაროდ, აღნიშნული კვლევების პოლიტიკური ნაწილი არასდროს დამთხვევია არჩევნების შედეგებს. ჩვენთვის გაუგებარია, ნაციონალურდემოკრატიული ინსტიტუტის თბილისის ოფისი რატომ უკვეთავს სოციოლოგიურ კვლევებს მუდმივად არასამთავრობო ორგანიზაცია CRRC-, რომლის დამფუძნებელი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ლევან თარხნიშვილია და რომელსაც საზოგადოებაში ნდობის ძალიან დაბალი ხარისხი აქვს.

 ამ მიკერძოებულმა და ტენდენციურმა მრავალწლიანმა კვლევებმა საზოგადოებაში გააჩინა მოსაზრება, რომ შეერთებული შტატები მანიპულირებს საზოგადოებრივი აზრით, რითაც ცივდება ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობა“, - ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ წერილში.