უცხოეთი
საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. რუსეთის საჰაერო–კოსმოსური ძალების Су-24 თვითმფრინავების ეკიპაჟები, ბალტიის ზღვის ნეიტრალურ წყლებში აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების ესმინეც „დონალდ კუკის“ თავზე გადაფრენისას, უსაფრთხოების ყველა ზომას იცავდნენ, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.
„გაუგებარია ჩვენი ამერიკელი კოლეგების ასეთი მტკივნეული რეაქცია, – აღნიშნა გენერალმა, – რუსეთის ბალტიის ფლოტის სამხედრო–საზღვაო ბაზის ოპერატიულ სიახლოვეს აშშ–ის ესმინეცის ნაოსნობის თავისუფლების პრინციპი სრულებითაც არ აუქმებს რუსეთის სამხედრო ხომალდების ჰაერნაოსნობის თავისუფლების პრინციპს“.