უცხოეთი
საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. საპროტესტო აქცია ერევანში პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. მომიტინგეები რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდებას აპროტესტებენ. ასობით ადამიანი რუსეთის საელჩოსთან შეიკრიბა და შენობას კვერცხები დაუშინა (ვიდეო იხ. აქ).
მათი განცხადებით, სწორედ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვამ გამოიწვია შეიარაღებული დაპირისპირება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტურ ზონაში.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა პეტიცია შეიმუშავეს, სადაც რუსეთისგან აზერბაიჯანთან შეიარაღებით ვაჭრობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვენ.