უცხოეთი
საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. ბალტიის ზღვაში მომხდარ ინციდენტს ვაშინგტონში გამოეხმაურნენ. თეთრი სახლის პრეს სპიკერმა რუსული ბომბდამშენების მიერ ამერიკულ სამხედრო ხომალდთან მიახლოვების ფაქტს საშიში და არაპროფესიული ქმედება უწოდეს.
„ინციდენტი არ შეესაბამება შეიარაღებული ძალების მიერ საერთაშორისო წყლებში და საერთაშორისო საჰაერო სივრცეში მოქმედების პროფესიულ ნორმებს,“-განაცხადა ჯოშ ერნესტმა.
პენტაგონმა რუსული თვითმფრინავების ამერიკულ სამხედრო ხომალდთან მიახლოების ფოტო და ვიდეომასალა გამოაქვეყნა. გემის კაპიტნის განცხადებით, სუ 24 ტიპის თვითმფრინავები გემს 10 მეტრის მანძილზე მიუახლოვდნენ და თავდასხმის სიმულაცია განახორციელეს.