პოლიტიკა
სიტყვის თავისუფლება და "რუსთავი 2" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ანგარიშს აქვეყნებს

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

 2015 წლის ანგარიშში აქცენტი სიტყვის თავისუფლებაზე და ამ კუთხით “რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კეთდება.

 "სახელმწიფოს განცხადების მიუხედავად, რომრუსთავი 2”-ის საქმე იყო კერძო პირებს შორის იურიდიული დაპირისპირება, სასამართლოს ქვედა ინსტანციის ქმედებები განიხილებოდა, როგორცრუსთავი 2”-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა. ბევრისთვის გადაწყვეტილება ბადებს კითხვებს მთავრობის დამოკიდებულებასა და ვალდებულებებზე მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პლურალიზმისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ”, - წერია ანგარიშში.

 მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია, ასევე, რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენელთა მიერ ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების დაკავებაზე. ამავე დროს, აღწერილია დევნილთა მდგომარეობა, სასჯელაღსრულების ადგილებში არსებული ვითარება, კანონდარღვევები ძალოვანთა მხრიდან. იქვე აღნიშნულია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და პატიმრების ოჯახის წევრები ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების არსებობაში ადანაშაულებენ.