აქტუალური
„რუსმა მოხელეებმა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2009-2015 წლებში საქართველოს 2 ათას 481 მოქალაქე დააკავეს“ – აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

 ანგარიშში ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებულ დარღვევებს.

 „დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა და რუსმა მოხელეებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უამრავი ადამიანი დააკავეს იმ ბრალდებების გამო, რომლებიც ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის ე.წ. უკანონო გადაკვეთას უკავშირდებოდა. ინფორმაციის თავისუფალი განვითარების ინსტიტუტის თანახმად, რუსმა და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2009-2015 წლებში საქართველოს 2 ათას 481 მოქალაქე დააკავეს. აქედან  ათას 641 - აფხაზეთთან ახლოს, 840 კი ცხინვალის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან. დაკავების ხანგრძლივობა გრძელდებოდა 2-დან 3 დღემდე, ვიდრე დაკავებული დე ფაქტო სასამართლოს მიერ დადგენილ ე.წ. ჯარიმას არ გადაიხდიდა. რუსმა მესაზღვრეებმა აფხაზეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ აამოქმედეს დე ფაქტო ხელისუფლების მიერ მიღებული საზღვრის გადაკვეთის წესები, რომლებიც ცალკეული პირების დაჯარიმებას და დაკავებულთა გათავისუფლებას ითვალისწინებს“, - ვკითხულობთ დოკუმენტში.