აქტუალური
„წლის ანგარიშში მოხვდა რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავებები“ – აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

 ანგარიშში ყურადღება ეთმობა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებულ დარღვევებს.

 „წლის ანგარიშში ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემებს შორის, ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, მოხვდა: რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ საქართველოს მოქალაქეების თვითნებური დაკავებები ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ, მოსამართლეებზე ზეწოლა შერჩეულ საქმეებზე, მოსამართლეების დანიშვნა, რომლებიც კითხვებს ბადებს, ასევე მთავრობის მხრიდან არათანმიმდევრული რეაგირება ძალადობის ან შევიწროების ფაქტების მიმართ, დაუსრულებელი გამოძიებები, ეჭვმიტანილებისთვის წინასწარი ბრალის წარდგენა და წინასასამართლო პატიმრობის არაპროპორციული გამოყენება, მთავრობის არასაკმარისი ძალისხმევა ქალების, ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოციალურ დისკრიმინაციასთან საბრძოლველად“, - აღნიშნულია ანგარიშში.