აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეით ბრიგადას ახალი მეთაური ჰყავს

 საქართველო, 15 აპრილი, საქინფორმი. დასავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ ბრიგადის დროშა ახალ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ბლიაძეს საზეიმო ვითარებაში გადასცა.

ვიცე-პოლკოვნიკმა გიორგი ბლიაძემ ძირითადი სამხედრო განათლება გერმანიაში მიიღო, სადაც ოცმეთაურის, ასმეთაურის და ბატალიონის მეთაურის კურსები გაიარა. ასევე დამთავრებული აქვს თურქეთის ომის კოლეჯი.

გიორგი ბლიაძე დაჯილდოებულია უწყებრივი მედლებით - „გენერალი კვინიტაძე“, „გენერალი მაზნიაშვილი“. ასევე მიღებული აქვს ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი და მედალი „სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის“. აქამდე II ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოვალეობას ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე ასრულებდა.