პუბლიკაციები
ანაკლიაში პორტის ტექნიკური დეტალების განხილვას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი და „კონტი ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტი დაესწრო

 ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტექნიკურ დეტალებს ადგილზე განიხილავენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს ეკონომიკისა და ბიზნესის საკითხებში კურტ ტონგს, პორტის მშენებელი კონსორციუმის ამერიკული პარტნიორი კომპანია„კონტი ჯგუფის“ვიცე პრეზიდენტს პოლ ფორსს, „ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM”-ის ფინანსურ დირექტორს ზურაბ ფიჩხაიას, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის უფროსთან, ზუგდიდს გამგებელთან და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან ერთად შეხვდა.

შეხვედრაზე ტექნიკური დეტალები, პორტის განვითარების ეტაპები, ინდუსტრიული ზონის ტერიტორია, მოქალაქეების დასაქმების, მუშახელის გადამზადების საკითხები და სხვა თემები განიხილეს. პორტის მშენებლობის ეტაპზე პირდაპირ 3400 ადგილობრივი დასაქმდება, ხოლო დასრულების შემდეგ უშუალოდ პორტში მუდმივად 6400 ადამიანი იმუშავებს.

შეხევდრის დასრულების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა სტუმრებს უშუალოდ ის ტერიტორიები დაათავლიერებინა სადაც პორტის მშენებლობა მოხდება. ლევან შონიას განმარტებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოსთვის საუკუნის პროექტია და ის სარგებელს არამარტო ერთ რეგიონს არამედ მთელს ქვეყანას მოუტანს. გუბერნატორი აქცენტს დასაქმებაზე აკეთებს და აცხადებს, რომ მშენებელი კონსორციუმი გადამზადების ცენტრს გახსნის, სადაც იმ ადგილობრივების გადამზადება მოხდება, რომლებიც მშენებლობის და პორტის ოპერირების პერიოდში იმუშავებენ.

ანაკლიის პორტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება და მისი საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება. პორტის მშენებელი კონსორციუმის ფინანსურმადირექტორმა ზურაბ ფიჩხაიამ შეხვედრაზე განაცხადა, რომ ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, უშუალოდ კი ადგილზე სამშენებლო სამუშაოები მიმიდნარე წლის ზაფხულში დაიწყება. აქტიურ ფაზაში კი სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის იანვრიდან შევა. პორტი ოპერირებას წელიწადში 7 მილიონი ტონის გამტარუნარიანობისმიღწევისთანავე დაიწყებს და ეს მშენებლობის დაწყებიდან არაუგვიანეს 3 წელიწადში მოხდება.

 „პორტს ეკონომიკური ეფექტი ექნება ძალიან დიდი, საკმაოდ დიდი სამუშაოები ჩატარდება, საკმაოდ ბევრი ფული დაიხარჯება და ბევრი ქართული, ადგილობრივი კომპანია ჩაერთვება მშენებლობაში.პორტის პირველი ფაზის შესაძლებლობები იქნება 900 000 კონტეინერამდე წელიწადში, შემდგომში მთლიანი პორტი გათვლილია 100 მილიონ ტონაზე“ - აცხადებს „ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM“-ის ფინანსური დირექტორი ზურაბ ფიჩხაია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა„კონტი ჯგუფის“ ვიცე-პრეზიდენტმა პოლფორსმა - ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით, რომელიც ადგილობრივი, ცეტრალური ხელისუფლების და ამერიკის სახლემწიფოს წარმოამდგენლებთან ერთად გაიმართა. თვითონ „კონტი ჯგუფის“ და კონსორციუმის წარმომადგენლები ჩამოვდივართ და ადგილზე ვეცნობით უფრო დეტალურად აქაურ გარემოს. სამუშაოები უკვე დაწყებულია, ამჟამა მიმდინარეობს გარემოზე ზეგავლეის შეფასების სამუშაოები, კონკრეტულად კი ჩვენი პორტი გვინდა, რომ მაქსიმალურად ეკოლოგიურად მეგობრული იყოს და ეკოპორტების სიაში მოვხვდეთ, რაც იქნება დიდი მიღწევა ჩვენთვის. ჩვენი პორტის მშენებლობა იწყება ამ წლის ბოლოს, 2017 წლის დასაწყისში აქტიური სამუშაოები იგეგმება და დამთავრდება ძალიან სწრაფად. 2019 წლის ბოლოს, 2020 წლის დასაწყისში შემოვა პირველი გემი. ამ ინვესტიციას რასაც ჩვენ აქ ვახორცილებთ ექნება სამი კუთხით შეხება რეგიონზე, ეს იქნება დაბალი ტარიფები, ადგილობრივების დასაქმება და ეს იქნება ძალიან დადებითი გავლენა ადგილობრივ ბიზნესზებზე, რომლებიც სხვადასხვა კუთხით შემატებენ ამ პროექტს თავის გამოცდილებას“, აცხადებს კონტი ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის საზღვაო ხომალდები. პორტი უზრუნველყოფს დიდიზომის გემების მომსახურებას, რომელთა შემოსვლა საქართველოს პორტებში აქამდე შეუძლებელი იყო. პორტის მიმდებარედ, 600 ჰექტარზე განთავსდება თავისუფალი ინდუსტრულიზონა და აშენდება რკინიგზა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლი ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების საკითხებში კურტ ტონგი ანაკლიის პორტის მშენებლობას მიესლამება და აცხადებს, რომ ანაკლიის პორტი არამარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის უმნიშვნელოვამესი პროექტია.

„ჩამოსულები ვართ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიდან და ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამ პროექტის განხორციელება აქტიურ ფაზაშია გადასული. ამ პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია უპირველეს ყოვლისა საქართველოს განვითარებისთვის, ასევე ჩვენ მხარს ვუჭერთ რეგიონის განვითარებას. ეს პროექტი დააკავშირებს საქართველოს ევროპასთან, რაც ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ამერიკაში ერთ-ერთი ძლიერი კომპანია „კონტიჯგუფი“ ანაკლიის განვითარების კონსორციუმის თანამონაწილეა“ - აცხადებს კურტ ტონგი.

ამასთან, ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით კომპანია „გეოგრაფიკმა“ უკვე დაასრულა იმ მიწის ნაკვეთბის და შენობა ნაგებობების აღწერა, რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და მისი ინფრასტრუქტურის ფარგლებშიექცევა. ასეთი კი ათასამდე მიწის ნაკვეთი და 400-მდე შენობა ნაგებობაა, აქედან საცხოვრებელი 110-მდე ობიექტია. მესაკუთერეებისგან მიწის გამოსყიდვა კანონით დადგენილი ნორმებით და საბაზრო ფასებით მოხდება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით 2014 წლის 5 აგვისტოს გამოაცხადა.

ანაკლიის ღრმაწლოვანი ნავსადგურის მშენებლობასა და ოპერირებაში „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" (Anaklia Development Consortium) მიმდინარე წლის თებერვალში გაიმარჯვა, რომელიც თი-ბი-სი ჰოლდინგისა და ამერიკული Conti International-ის მიერ ერთობლივად დაფუძლებული კომპანიაა.

სინქრონები:

  1. პოლფორსი - „კონტიჯგუფის“ ვიცე პრეზიდენტი
  2. ლევან შონია - სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი
  3. კურტ ტონგი - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლი ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების საკითხებში
  4. ჩარლზ სეტენი - საქართველოში აშშ-ის ელჩის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში
  5. ზურაბ ფიჩხაია - „ANAKLIA DEVELOPMENT CONSORTIUM“-ის ფინანსური დირექტორი
  6. რევაზ ბაბილუა - ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დირექტორი