საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. თუ სომხეთში იმის წინააღმდეგი არიან, რომ ისრაელი აზერბაიჯანს იარაღს აწვდის,საჩივარი გაეროში, ჰააგის სასამართლოსა და სხვა ორგანიზაციებში წარადგინონ, თუმცა არა მგონია, რომ რომელიმე ორგანიზაციამ პროტესტი გამოგვიცხადოს“.
ამის შესახებ Day.Az–ის კორესპონდენტთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღმოსავლეთ პარტნიორობის ინსტიტუტის პრეზიდენტმა (იერუსალიმი), ებრაელმა პოლიტოლოგმა აბრაამ შმულევიჩმა განაცხადა იმ ფაქტის კომენტირებისას, რომ სომხეთმა ისრაელის მისამართით უკმაყოფილება გამოთქვა ისრაელის მიერ აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვის ფაქტზე. მისი თქმით, ისრაელი აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორია.
„ისრაელსა და აზერბაიჯანს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ და ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ ურთიერთობებს. ისრაელის ოფიციალური პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ მხარი დავუჭიროთ აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ანუ ყარაბაღი, ისრაელის მთავრობის თვალსაზრისით, აზერბაიჯანს ეკუთვნის. ჩვენ უფლება გვაქვს, იარაღი მივყიდოთ აზერბაიჯანს და კარგი ურთიერთობები შევინარჩუნოთ მეგობრებსა და მოკავშირეებთან. და არავის აქვს უფლება, ამაში ჩაერიოს, განსაკუთრებით კი სომხეთს“, – აღნიშნა შმულევიჩმა.