სამართალი
NDI: 60-დან 16 პროცენტამდე შემცირდა იმ მოქალაქეთა რიცხვი, ვინც “ქართული ოცნების” შეხედულებებს იზიარებს

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აქვეყნებს კვლევის მეორე – პოლიტიკურ ნაწილს.

კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, “ქართული ოცნება” გამოკითხულთა 16%–მა დაასახელა.

მოქალაქეთა 15 პროცენტი ფიქრობს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს დგას “ნაციონალური მოძრაობა”.

“თავისუფალ დემოკრატებთან” ახლოს მყოფად თავს მიიჩნევს მოქალაქეთა 9 პროცენტი.

გაზრდილია იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც არცერთ პარტიას არ მოიაზრებენ მათ შეხედულებებთან ახლოს მდგომად.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.