პოლიტიკა
NDI: ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილებების მიმღებ პირად – 66 %

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აქვეყნებს კვლევის მეორე – პოლიტიკურ ნაწილს.

2016 წლის მარტის მონაცემებით, 66 პროცენტს მიაჩნია, რომ ყოფილი პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილებების მიმღებ პირად, გამოკითხულთა 15 პროცენტი კი თვლის, რომ ბიძინა ივანიშვილი აღარ არის გადაწყვეტილებების მიმღები პირი.

გამოკითხულთა 3%–თვის სასურველია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი, თუმცა არ ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა, ხოლო 25%-სთვის მისაღებია, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები პირი და ამასთან ერთად, ეკავოს ოფიციალური პოლიტიკური თანამდებობა. გამოკითხულთა 56%-ს კი მიაჩნია, რომ ყოფილი პრემიერი არ უნდა იყოს ჩართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.