აქტუალური
NDI: ამომრჩეველთა 61 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას

 საქართველო, 14 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) აქვეყნებს კვლევის მეორე – პოლიტიკურ ნაწილს.

ამომრჩეველთა 61 პროცენტს არ აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას არჩევნებზე. 34 პროცენტს გადაწყვეტილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა.

გამოკითხულთა 29 პროცენტი აცხადებს, რომ არცერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს. 16 პროცენტის თქმით, მათ შეხედულებებთან ახლოს დგას “ქართული ოცნება”, 15 პროცენტისთვის - “ნაციონალური მოძრაობა”, 9 პროცენტისთვის - “თავისუფალი დემოკრატები”, 5 პროცენტისთვის - ლეიბორისტული პარტია, 5 პროცენტისთვის - “პატრიოტთა ალიანსი”.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი - 14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.