პოლიტიკა
პოლიტიკური მოძრაობა „ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი პარტიის პირველი ოფისის გახსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. "15 აპრილს ქობულეთში, აღმაშენებლის 130 ნომერში ჩემი პარტიის “ბედნიერი საქართველოსთვის” პირველი ოფისი გაიხსნება. ჩემს აქტიურ საარჩევნო კამპანიას ქობულეთიდან დავიწყებ და გარწმუნებთ, მაქსიმალურად გახსნილი ვიქნები ხალხთან ურთიერთობაში. ასე გაგრძელდება მომავალშიც, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრი გავხდები. მეგობრებო, მე კიდევ არა ერთხელ გაგიზიარებთ ჩემი პარტიის გეგმებს და ჩვენ ერთად ავაშენებთ ბედნიერ საქართველოს!” – აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი.