პოლიტიკა
“NDI-ს კვლევის დღევანდელი შედეგებით ქვეყანის განვითარების უარყოფითი პენდენცია იკვეთება, რაც ამავე ორგანიზაციის 2015 წლის ნოემბრის კვლევის შედეგებთან შედარებისას რეალობას არ შეესაბამება”

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი.

NDI-მ გამოქვეყნებულ კვლევაში გასული წლის ნოემბრის მონაცემები არ გამოაქვეყნა, რამაც დატოვა შთაბეჭდილება რომ მოსახლეობის განწყობები უარყოფითია. 2015 წლის ნოემბრის კვლევის შედეგებში კითხვაზე „როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო?“ პასუხები პროცენტულად ასე გადანაწიდა:

1.      საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება - 19%

2.      საქართველო საერთოდ არ იცვლება - 31%

3.      საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება - 44%

 NDI-ს ეს შედეგები დღეს წარმოდგენილი კვლევის ანგარიშში არ აისახა და მონაცემები 2015 წლის აპრილის შედეგებთან შედარდა. აპრილის მონაცემებით აღნიშნულ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად იყო განაწილებული.

1.      საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება - 23%

2.      საქართველო საერთოდ არ იცვლება - 33%

3.      საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება - 37%

დღეს გამოქვეყნებული შედეგები კი შემდეგია:

1.      საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება - 20%

2.      საქართველო საერთოდ არ იცვლება - 36%

3.      საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება - 39%

ნოემბრის მონაცემების არგამოქვეყნებით შეიქმნა იმიტაცია იმისა, რომ მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც ფიქრობს რომ „საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება“ გაიზარდა 2%-ით. რეალურად კი ნოემბერთან შედარებით მდგომარეობა საპირისპიროა. მოსახლეობის რაოდენობა, რომელიც თვლის რომ „საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარედება“ შემცირდა 5%-ით.

ანალოგიურად, ნოემბერთან შედარებით 1%-ით არის გაზრდილი მოსახლეობის ის რაოდენობა, რომელიც ფიქრობს რომ ქვეყანა „სწორი მიმართულებით ვითარდება“. ნომბერში 19% თვლიდა რომ სწორად ვითარდება ქვეყანა, ხოლო მიმდინარე წლის მარტის მონაცემებით ეს მაჩვენებლი 20%-ს შეადგენს.

„პი არ საკონსულტაციო ჯგუფის” დირექტორი

გივი ხაჭაპურიძე