აქტუალური
ორი ქვეყნის ურთიერთობის ძირითადი საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და არაბთა გაერთიანებული საემიროების პრემიერ-მინისტრმა დუბაის საინვესტიციო ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმს საქართველოს მხარდაჭერისა და მჭიდრო თანამშრომლობისთვის. მხარეებმა ისაუბრეს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის კუთხით არსებულ უდიდეს პოტენციალზე და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ორი ქვეყნის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.