აქტუალური
Charts Bin-ის მიერ დადგენილი კრიმინალის ინდექსით 117 ქვეყანას შორის საქართველო ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ექვსეულშია

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. საქართველო 117 ქვეყანას შორის 112-ე ადგილზე მოხვდა. უსაფრთხოების ინდექსია 77.84 %, კრიმინალის – 22.16 %.

საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან თურქეთი - 71-ე, რუსეთი - 50-ე, აზერბაიჯანი - 87-ე, სომხეთი - 93-ე, უკრაინა კი 43-ე ადგილზეა.

ყველაზე საფრთხის შემცველ ქვეყანათა ხუთეულში ვენესუელა, სამხრეთ სუდანი, სამხრეთ აფრიკა, პაპუა ახალი გვინეა და ჰონდურასი მოხვდნენ.

ამ მონაცემების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები 42-ე ადგილზეა, დიდი ბრიტანეთი - 62-ე, შვეიცარია - 105-ე, ხოლო საფრანგეთი - 59-ე ადგილზე.