აქტუალური
"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის თარხან გასვიანის ბრალდებებზე შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. გასვიანი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს.

მისი მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ ის ფალიაშვილის ქუჩაზე სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა სამმა პირმა გააჩერა, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და მიზეზის გარეშე სამი დღე დაკავებული ყავდათ.

გასვიანი ამბობს, რომ მას სამართალდამცველებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მომხდარს პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლის თქმით, მას ტვინის შერყევის მძიმე ფორმა აქვს და ექიმებმა წოლითი რეჟიმი გამოუწერეს.