უცხოეთი
გროისმანმა უარი განაცხადა უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელობაზე

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე ვლადიმერ გროისმანმა უარი განცხადა სათავეში ჩადგომოდა მინისტრთა კაბინეტს – პარლამენტის სპიკერმა არ მოისურვა უკრაინის პრემიერ–მინისტრობა იმის გამო, რომ მოლაპარაკებების პროცესში არ შესრულდა მისი პირობები. გროისმანი ითხოვდა, შეეთანხმებინათ მისი კანდიდატურები: ანდრეი რევისა – ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე, ალექსანდრე საენკოსი – მთავრობის მინისტრის პოსტზე, მაქსიმ ნეფედოვისა – სოცპოლიტიკის მინისტრის თანამდებობაზე, ვლადიმერ კისტიონისა – ვიცე–პრემიერის პოსტზე.

ასევე გროისმანი პირველი ვიცე–პრემიერის თანამდებობაზე ვიტალი კოვალჩუკისა და იგორ რაინინის კანდიდატურების წინააღმდეგი იყო.

როგორც საქინფორმი იტყობინებოდა, მიმდინარე წლის 10 აპრილს არსენი იაცენიუკმა თავისი გადადგომის შესახებ განაცხადა.