უცხოეთი
სახდეპმა მადლობა გადაუხადა რუსეთს სირიაში ამერიკელის გათავისუფლების გამო

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. აშშ–ის ხელისუფლება ემადლიერება რუსულ მხარეს სირიაში დაპატიმრებული ამერიკელი მოქალაქის გათავისუფლებისთვის. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარკ ტონერმა განაცხადა. ფოტოგრაფი ქევინ დოუზი სირიაში არალეგალურად შეღწევის გამო დააკავეს და მოსკოვის ჩარევის წყალობით სამშობლოში დააბრუნეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვას თქმით, ვლადიმერ პუტინს პირადი თხოვნით აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მიმართა.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ რუსეთის ხელისუფლების ძალისხმევას სირიაში ამერიკელი მოქალაქის გათავისუფლებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ტონერმა.