აქტუალური
ნებულა – ინოვაციური შესაძლებლობა აბიტურიენტებისთვის!

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. ონლაინ პლატფორმა ნებულა აბიტურიენტებს სთავაზობს უმოკლეს გზას საგამოცდო ქულამდე – რესურსზე დარეგისტრირებას ზოგადი უნარების გამოცდისთვის მოსამზადებლად და 10 000–ლარიანი სასწავლო გრანტის მოსაგებად.

 ნებულა რთული ანალიტიკური ალგორითმის გამოყენებით აანალიზებს აბიტურიენტის გამოცდისთვის მზაობას, ახდენს საჭირო სამეცადინო და სავარჯიშო მასალის ოპტიმიზაციას. შესაბამისად, დარჩენილი სამეცადინო მასალა მცირდება და პროპორციულად იზრდება მოსალოდნელი ქულა. ნებულა მიზნად ისახავს მასალის ხელმისაწვდომობას ყველასთვის, განურჩევლად გეოგრაფიული მდებარეობისა. ნებულას ზოგადი უნარების სრული კურსი ხელმისაწვდომია სულ რაღაც 100 ლარად. ასევე, კერძო სექტორთან ძლიერი კავშირის მეშვეობით, დაფინანსდება 300-მდე სოციალურად დაუცველი აბიტურიენტის მომზადება nebula.ge-ზე.