სამართალი
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარეს

 საქართველო, 12 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში რეგიონის ოცდახუთმა მცხოვრებმა სხვადასხვა დასახელების ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით ჩააბარა.

სულ ჩაბარებულია: სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის 4804 საბრძოლო ვაზნა, 400 გრამი ტროტილი, ტროტილის 2 ელექტროდეტონატორი, 42 ხელყუმბარა, 4 გადაჭრილი თოფი, 1 თვითნაკეთი რევოლვერი, 7 ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა, 10 მჭიდი, 5 ნაღმმტყორცნი, 14 ჭურვის ამფეთქი, 14 ამფეთქი ფალია, 4 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი, 2 ტანკსაწინააღმდეგო ჭურვი, 3 ლულისქვეშა ყუმბარმტყორცნი, 6 საკვამლე კოჭა, ყუმბარმტყორცნის ჭურვის 3 თავი, 5 ამფეთქი კაფსულა, ხელყუმბარის 1 ამფეთქი და ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარის 8 ამფეთქი.

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.