სამართალი
„იმ ქალბატონებს, რომლებიც მე მოძალადედ მთვლიან, შეუძლიათ დაეწყონ და მივიდნენ პროკურატურაში“ - შალვა რამიშვილი

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. შალვა რამიშვილი  მეუღლესთან ერთად გამოცხადდა პროკურატურაში, სადაც თათია სამხარაძის ბრალდებებს „ფარსი“ უწოდა და განმარტა, რომ პასუხს მის სამსახურიდან გათავისუფლებაზე ტელეკომპანია “იმედის” გენერალური დირექტორის გიორგი ბახტაძისგან მოითხოვს. ასევე არ გამორიცხა, რომ მომავალში თავად ბახტაძეც დაიკითხოს.

რამიშვილმა აღნიშნა, რომ ამ პროცესების უკან კონკრეტული გავლენიანი პირების ინტერესებს ხედავს, თუმცა გამორიცხავს ხელისუფლების ჩართულობას. 

როგორც რამიშვილი განმარტავს, იმ ქალბატონებს, ვინც მას მოძალადედ თვლის, "შეუძლიათ დაეწყონ და მივიდნენ პროკურატურაში".

შეგახსენებთ, რომ თათია სამხარაძე შალვა რამიშვილს სექსუალური ხასიათის შევიწროებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება აქვს.