აქტუალური
„ალიანსის უფრო მეტად გაფართოება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ არის“ - იენს სტოლტენბერგი

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქცია ნატოს გენერალურ მდივანთან ინტერვიუს აქვეყნებს. ინტერვიუში იენს სტოლტენბერგი ნატოს სამომავლო გაფართოებაზე საუბრობს. კითხვაზე, იგეგმება თუ არა შემდეგი გაფართოება - სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსის უფრო მეტად გაფართოვება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ არის.

 "ნატო წევრების მოწვევის პროცესშია. ალიანსმა მონტენეგროს მოწვევა გადაწყვიტა. ჩვენ ახლა ამ პროცესს ვასრულებთ. შემდეგი ეტაპი ეროვნული პარლამენტების მიერ ნატოში მონტენეგროს გაწევრიანების მხარდაჭერაა, ამ ყველაფრის შემდეგ ნატოს 29-წევრი შეუერთდება.

 ალიანსის უფრო მეტად გაფართოვება ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ არის. ჩვენ ყოველთვის გვექნება ღია კარის პოლიტიკა და ყოველთვის ვითანამშრომლებთ პარტნიორ ქვეყნებთან. ნატოს ბევრი ახლო და მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანა ჰყავს",-განაცხადა სტოლტენბერგმა.

 ნატოს გენერალური მდივანი რუსეთთან დიალოგის შესახებაც საუბრობს.

 "დიალოგი საჭიროა, რათა თავიდან ავიცილოთ ახალი "ცივი ომი". ნატოს რუსეთთან კონფრონტაცია არ სურს. ჩვენ მტკიცედ გვჯერა რომ ძლიერი თავდაცვა დიალოგთან წინააღმდეგობაში არ მოდის. დიალოგი უნდა გაიმართოს ისეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, როგორიც იყო, მაგალითად, თურქეთში რუსული შვეულმფრენის ჩამოგდება. ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო გართულების თავიდან ასაცილებლად მეტი გამჭვირვალობის და რისკების შემცირების მექანიზმებია საჭირო“.