აქტუალური
„ნახეთ, რამდენი ადამიანია სამათხოვროდ გამოსული, რამდენი ადამიანი იქექება ნაგავში მაშინ, როდესაც თქვენ “პაიესდკებში” ატარებთ თვეებს“ - სადღობელაშვილი

 საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. “თავისუფალი თაობის” ლიდერი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში კულტურის სამინისტროს მიერ დაანონსებულ ღონისძიებებს ეხმაურება:

 „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი და მტკიცებულება იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება ნაცმოძრაობის სულიერი და იდეური ძმები არიან! ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ მოქალაქეებს “პურს” სთავაზობდეს, სანახაობით უმასპინძლდება!!! კულტურის სამინისტროს 29 მილიონი ლარი უჯდება ე.წ. მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანა საქართველოში და აქ კონცერტების გამართვა… და ეს ყველაფერი იმ სიდუხჭირის ფონზე, რაც ქვეყნად სუფევს! არა გაზრდილი პენსია, დაუკმაყოფილებელი უსახლკაროები და სოციალურა გაჭირვებულები, ტოტალური უმუშევრობა, დევნილების მოუგვარებელი პრობლემატიკა და ა.შ!!! ეხლა კარგა მომისმინეთ – ეგ თქვენი კონცერტები გაიკეთეთ, სულ არ გვჭირდება! ხალხს სამსახური, საცხოვრებელი და გაზრდილი პენსიები უბოძეთ! თქვე გაზულუქებულებო!!! კანში ვეღარ ეტევით!!! გარეთ გადით, ნახეთ რამდენი ადამიანია სამათხოვროდ გამოსული, რამდენი ადამიანი ნაგავში იქექება მაშინ, როდესაც თქვენ “პაიესდკებში” ატარებთ თვეებს!!! მაშინ, როდესაც თქვენ ძვირად ღირებულ რესტორნებში იკვებებით საქართველოს 99% მოსახლეობისა პური როგორ იყიდოს იმაზე ფიქრობს! ეს უნდა დამთავრდეს!“ – წერს სადღობელაშვილი.