პუბლიკაციები
სააკაშვილ-ბოკერიას ხროვა „ასავალ-დასავალის“ წინააღმდეგ პროვოკაციებს განაგრძობს!

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფომი.

 გაზეთ „ასავალ-დასავალის“ საგანგებო განცხადება

 „ნაციონალური მოძრაობის ზონდერ-დაჯგუფების თავისუფალი ზონის წევრების მხრიდან ასავალ-დასავალისჟურნალისტ ზაზა დავითაიას მიმართ ჯგუფური თავდასხმისა და ფიზიკური ანგარიშსწორების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი გაიმართა. 
როგორც წინა სასამართლო სხდომის შემთხვევაში, დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგაც, თავისუფალი ზონის ზონდერებისაგან ადგილი ჰქონდა მორიგ პროვოკაციას, რომელიც ფიზიკურ შეხლა-შემოხლასა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

 აღსანიშნავია, რომ ასავალ-დასავალისჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ, სასამართლო პროცესის წინა დღეს, სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საშუალებით, განცხადება გაავრცელა, რომ თავისუფალი ზონის ზონდერები პროვოკაციას გეგმავდნენ. ჟურნალისტმა სამართალდამცავი ორგანოები გააფრთხილა, რათა მიეღოთ პრევენციული ზომები ნაც-ზონდერების მიერ ჩაფიქრებული პროვოკაციის ძირშივე აღსაკვეთად, თუმცა, არც პოლიცია და არც სასამართლოს მანდატურის სამსახური შესაბამის სიმაღლეზე არ აღმოჩდნენ, რათა ეგზალტირებულიზონელებისათვისპროვოკაციის მოწყობის საშუალება არ მიეცათ.
მეტიც, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ სასამართლოს მანდატურის სამსახურისა და პოლიციის ცალკეული წარმომადგენლები მიკერძოებულად მოქმედებდნენ დათავისუფალი ზონისზონდერების მიმართ კანონთან შეუსაბამო ლმობიერებას იჩენდნენ.

 სამაგიეროდ, პოლიციამ უსაფუძვლოდ დააკავა ლადო სადღობელაშვილი და თავისუფალი თაობის რამდენიმე წევრი, ასევე ყოფილი პოლიტპატიმარი რამაზ გაგნიძე და „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ს ხელმძღვანელი ზვიად ტომარაძე, რომლებიც პროვოკატორი ნაც-ზონდერებისათვის საკადრისი პასუხის გაცემას კანონის ფარგლებში ცდილობდნენ.

 დაკავებულია „თავისუფალი ზონის“ 5 წევრიც.

 მოვითხოვთ, რომ კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯონ „თავისუფალი ზონის“ ზონდერები, რომლებმაც სასამართლოს შენობაში და ეზოში უკვე მერამდენედ მოაწყვეს პროვოკაცია!

 აქვე მოვუწოდებთ სასამართლო მადატურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს - იყავით ობიექტურნი! იმოქმედეთ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და არა - თქვენი პიროვნული თუ პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით, რომელიც აშკარად ნაცმოძრაობისა და მათი ზონდერების მხარეზე იხრება!“