საზოგადოება
“არ არის გამორიცხული, "ნაცმოძრაობას" ჯოზეფ დოულზე მაკომპრომეტირებელი კადრები ჰქონდეს ჩაწერილი” – ბენიძე

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. ამის შესახებ “მემარცხენე ალიანსის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ ბენიძემ „პირველ პრესკლუბში“  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 „სააგენტო "World news"-ის სტატიაში ნახსენებია, რომ შესაძლოა, დოული სკანდალში გაეხვიოს ანგარიშებთან დაკავშირებით. „ნაცმოძრაობისგანფინანსდებოდა მათი პარტია, როდესაც ისინი არჩევნებში იღებდნენ მონაწილეობას  - "ნაცმოძრაობის" შავი ფულები ირიცხებოდა ევროპის სახალხო პარტიის ანგარიშებზე", - აღნიშნა ბენიძემ.

 "უამრავი კადრი არსებობს პოლიტიკოსებზე, რომლებიც "ნაცმოძრაობასთან" ერთად ერთ ნოტზე მღერიან. უამრავი ვიდეომასალა შეიძლება საერთაშორისო ორგანიზაციებზე, სხვადასხვა პარტიის თუ სახელმწიფო წარმომადგენლებზე ჰქონდეთ ჩაწერილი და მათზე შანტჟს ახორციელებენ", -  განაცხადა არჩილ ბენიძემ.