სამართალი
USAID-ის და სოროსის მიერ დაფინანსებული შეტევის სამიზნე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იყო - WikiLeaks

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. პანამის ოფშორული იურიდიული კომპანია Mossack Fonseca-ს მონაცემების გაჟონვის უკან ჯორჯ სოროსი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სახელმწიფო სააგენტო (USAID) დგანან, რაც სერიოზულად ლახავს აშშ-ის მთავრობის რეპუტაციას, განაცხადეს WikiLeaks-ში.

 5 აპრილს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა არაპროფესიონალიზმსა და სიცრუეში დაადანაშაულა ოფშორების შესახებ გამოძიების ავტორები, რომელთა თქმით, ამ ოფშორებს ვითომდა რუსეთისა და სხვა ქვეყნების მაღალი თანამდებობის პირები ფლობენ: “ლაპარაკი არ არის რომელიღაც მეწარმეების ნაქურდალი ოფშორული ანგარიშების შესახებ მიუკერძოებელი ინფორმაციის მოწოდებაზე. ოფშორები ლეგალური მოვლენაა, ეს ეკონომიკური რეალობაა. მაგრამ პუტინი რა შუაშია?!”

 ჟურნალისტური გამოძიების საერთაშორისო კონსორციუმმა (ICIJ) ორგანიზებული დამნაშავეობისა და კორუფციის შესახებ ინფორმირების ორგანიზაციასთან (OCCRP)  ერთად თავისი მხილება 3 აპრილს გამოაქვეყნა. კერძოდ, ამ მასალებში ამტკიცებენ, რომ “რუსეთის პრეზიდენტის “ახლო გარემოცვის” წევრებმა პანამაში, ვირჯინის კუნძულებზე და კვიპროსში განლაგებული ოფშორული კომპანიების მეშვეობით, სულ ცოტა, ორი მილიარდი დოლარი გადარიცხეს”. ამასთან, პუტინის გვარი დოკუმენტებში არ ფიგურირებს.