პოლიტიკა
„მეეჭვება, პარლამენტის თავმჯდომარე უსაქმური პარლამენტარების წინააღმდეგ წავიდეს, თუმცა საქართველოში აუცილებელია კანონი, რომელიც დეპუტატებს აიძულებს, საზოგადოებას ემსახურონ! – ჩერნოვეცკი

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. პარტია ბედნიერი საქართველოსთვის“ ლიდერი ლეონიდ ჩერნოვეცკი პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის სახელზე ავრცელებს მიმართვას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:

 „რაც დრო გადის, მით უფრო ნაკლები ადამიანი იღებს არჩევნებში მონაწილეობას და საკმაოდ ცუდად მუშაობს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო - პარლამენტი. ასეთმა ვითარებამ შეიძლება რევოლუციური განწყობებიც კი გამოიწვიოს საზოგადოებაში...

 თქვენ შეგიძლიათ, ისეთი კანონპროექტი შეიმუშავოთ, რომელიც მდგომარეობას არსებითად შეცვლის და მოქალაქეების თვალში  დემოკრატიისთვის მებრძოლ ადამიანად  წარმოგაჩენთ.

 საუბარია კანონზე, რომელიც ეხება  პარლამენტიდან დეპუტატების გათავისუფლებას იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავიანთ დანაპირებს ამომრჩევლის წინაშე არ ასრულებენ და  პასიურად აგრძელებენ  პარლამენტში მუშაობას.

 თითქმის დარწმუნებული ვარ, ასეთი კანონი  პარლამენტში არ გავა, რადგან  დეპუტატების უმრავლესობის ინტერესში ის არ შედის, მაგრამ სახელობითი კენჭისყრის შედეგად ხალხისთვის გასაგები იქნება,  ვინ ვინ არის. ეს მათ საშუალებას მისცემს, შემდეგ არჩევნებში  სწორი გადაწყვეტილება მიიღონ და მათი დასწრებაც არჩევნებზე უფრო მეტად გაიზრდება“.