აქტუალური
„გაზპრომთან” მოლაპარაკებები დასრულდა. არის შედეგი, როგორიც ჩვენ გვინდოდა“ – მარიამ ვალიშვილი

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. “გაზპრომთან” მოლაპარაკებები დასრულდა და მხარეებს შორის კონტრაქტს ხელი მოეწერა. ძალაში რჩება ძველი პირობები -საქართველოს სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ გაზის 10% რჩება. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი განმარტავს, რომ კონტრაქტი იმ პირობებით გაფორმდა, როგორიც საქართველოს ინტერესებს შეესაბამებოდა.

 „ხმაურიანი თემა “გაზპრომი” მარტო საქართველოსთან მიმართებაში არ შეიძლება იყოს, ეს ევროპაშიც, “გაზპრომის” იმიჯიდან გამომდინარე, ყოველთვის ხმაურიანი თემაა. ვის როგორ უნდოდა ამ თემის წარმოჩენა, არ ვიცი, მაგრამ ძალიან პრაგმატული მიდგომა იყო ჩვენი მხრიდან მთელი ამ თვეების განმავლობაში. არის შედეგი, როგორიც ჩვენ გვინდოდა. იმ შედეგის შემოთავაზება თუ არ მოხდებოდა, ბუნებრივია, არავინ დათანხმებას არ აპირებდა“, - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.